Logo

საფრანგეთში კვლავ მასშტაბური პროტესტია

მსოფლიო
55
Frontnews
საფრანგეთში კვლავ მასშტაბური პროტესტია

საფრანგეთში, ფასების ზრდისა და ცხოვრების დონის გაუარესების გამო, ახალი მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. მთელი ქვეყნის მასშტაბით წესრიგის უზრუნველსაყოფად 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული, - ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

პარიზში მეტროს 16 სადგური დროებით დაიკეტა, ხოლო ბორდოში ღამის საათებში არასრულწლოვნების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.

საპროტესტო აქციებს პროფკავშირები, სტუდენტური გაერთიანებები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ქუჩაში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი გამოვიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დემონსტრანტების რაოდენობა 146 ათასს შეადგენს.

აქციების მოწყობამდე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა უსაფრთხოების ზომების მასშტაბური გაძლიერება გამოაცხადა. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ჩართულია 110 მობილური ქვედანაყოფი, 25 სპეციალური ჯავშანმანქანა, წყლის ჭავლის მანქანები, ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მოძრაობის ორგანიზატორებმა დემონსტრაციების სერია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც დააანონსეს.

აქციების მთავარი მიზანია მოსახლეობაზე ფინანსური ტვირთის შემცირება, მსყიდველობითი უნარის ამაღლება და ხელფასების გაზრდა.

სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ დემონსტრაციებში, სწავლის პირობების გაუმჯობესებასა და განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები