
ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თაღლითობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ბრალდებული, რომელმაც თითქოსდა საზღვარგარეთიდან ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანის მოტივით, რვა დაზარალებულს მოტყუებით 223 890 ლარი გამოართვა და თანხას თაღლითურად დაეუფლა, დამნაშავედ ცნო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს