
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, კვლავ დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება სასამართლოს ეზოში ბრალდებული მიქაძეების და მოკლული ჯანგველაძის ახლობლებს შორის დაიწყო.
მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების შედეგად დამტვრეულია ერთ-ერთი პირის ავტომანქანაც, მას მინები აქვს ჩამსხვრეული.
დაპირისპირების სიმძაფრიდან გამომდინარე, ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომლებმაც ჩხუბის დროს 10-მდე პირი დააკავეს.
დაზარალებულისა და ბრალდებულების მხარეებიდან დიდი რაოდენობით ადამიანია სასამართლოს ეზოში.
ეს უკვე მესამე დაპირისპირებაა, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ხდება.
დღევანდელი პროცესი შესვენების გარეშე მიმდინარეობს.
ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს კი 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობისთვის პროკურატურამ ბრალი გიორგი და დავით მიქაძეებს გასული წლის აგვისტოში წარუდგინა. 12 აგვისტოს პოლიციამ საქართველოს და კანადის ორმაგი მოქალაქე გიორგი მიქაძე დააკავა, საზღვარგარეთ მყოფი დავით მიქაძე კი იძებნება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს