
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ივლისში ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) უკვე მეხუთედ მიიღებენ მონაწილეობას.
საბერძნეთში გამგზავრებამდე ჯგუფის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე დავით ბიწკინაშვილი შეხვდა. დავით ბიწკინაშვილმა საზღვაო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ოპერაციაში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის მნიშვნელობას.
"ზღვის მცველი" ნატოს ეგიდით მიმდინარე და ამჟამად ერთადერთი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაა, რომლის მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი ნაოსნობის მხარდაჭერა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი თათია სულაქველიძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თამთა დანელია და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რამაზ პაპიძე.
თაგები:
სასაზღვრო პოლიცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს