
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილესთან, I რანგის კაპიტან კობაკ მერიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისა და მხარეებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
დავით თამაზაშვილმა კობაკ მერიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თამთა დანელია და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რამაზ პაპიძე.
თაგები:
სასაზღვრო პოლიცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს