სენატორი გრემი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება: ყველაფერი უკრაინასთან “სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზეა” დამოკიდებული


ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აანონსებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკელი სენატორი მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს და მის გუნდს “მათი შრომისთვის, რომელიც მიმართულია უკრაინაში პუტინის ბარბაროსული შეჭრით გამოწვეული ომის ღირსეულად და სამართლიანად დასრულებისკენ”.
“რაც შეეხება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, გვაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით, რომელიც მეორად ტარიფებს დააწესებს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც შეიძენს რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტებს.
სენატი მზადაა ამ მიმართულებით იმოძრაოს და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს, თუ რუსეთი არ დათანხმდება ღირსეულ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას”, – წერს სენატორი.
თაგები:
ლინდსი გრემი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს