სერგო ჩიხლაძე – უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს


ავტორი
Front News საქართველო
სანქციების პროცესი ჩართულია, ამ ყველაფერს თავისი პროცედურები და ნაბიჯები აქვს და უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს “ოცნების” ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
“ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკა, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ატარებს, ეს არის საქართველოს იზოლაცია ყველა მისი მეგობრისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, ევროპის ქვეყნებისგან და მათი ამ პოლიტიკის ნაწილია ზუსტად ის, რასაც აკეთებს ბატონი კობახიძე სენატის წარმომადგენლებთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ზარქუა და კობახიძე რიტორიკით დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი სენატორებს მუდმივად შეურაცხყოფენ. ესენი არიან ერთი დონის პოლიტიკოსები, მათ სათავეში უდგას კობახიძე-ივანიშვილი და ზუსტად ეს ლანძღვა დასავლელი პოლიტიკოსების, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობრების, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჰქვია საქართველოს იზოლაცია, რასაც ატარებს “ქართული ოცნება”.
სანქციების პროცესი ჩართულია, ამ ყველაფერს თავისი პროცედურები და ნაბიჯები აქვს და უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს “ოცნების” ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული”, – განაცხადა ჩიხლაძემ.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს