Logo

შს მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

პოლიტიკა
172
Frontnews
შს მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში (GPSCFL), რომელიც ქალაქ ლიენიუნკანგში იმართება.

"ფორუმზე, რომელიც 2022 წელს დაარსდა, განიხილება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე მიიღო მონაწილეობა ქვე-ფორუმებში, რომელთა ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავდა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას საპოლიციო განათლების სფეროში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან უწყების შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები