Logo

შსს - ინფორმაცია, რომ 24 საათის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს

სამართალი
193
Frontnews
შსს - ინფორმაცია, რომ 24 საათის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს

შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ 24 საათის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

"სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციით და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

შსსლარსი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები