შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ნ.გ., 1989 წელს დაბადებული ო. ქ. და 1998 წელს დაბადებული ო.თ. დააკავეს.
"დაკავებული ო.ქ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით, ხოლო ნ.გ. ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
რაც შეეხება ო.თ. - ს, მას თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით ეძებდნენ.
დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ქ. თბილისში, ხოლო ნ.გ. და ო.თ. ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს