შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, "ევროკავშირი მკაცრად გმობს პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ, რომელიც სასიცოცხლო როლს ასრულებს საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებაში“.
"მკაცრად ვგმობთ ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს, ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
შვედეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს