
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.
"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით, სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ. გარდა ამისა, დგინდება, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს