Logo

სიბიგა - რუსეთმა კიევში ხიდებზე თავდასხმებით ტერორის ახალი ფაზა დაიწყო, მოვუწოდებთ პარტნიორებს რეაგირებისკენ

უკრაინა
49
Frontnews
სიბიგა - რუსეთმა კიევში ხიდებზე თავდასხმებით ტერორის ახალი ფაზა დაიწყო, მოვუწოდებთ პარტნიორებს რეაგირებისკენ

რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ 24-საათიანი ტერორის ახალი ფაზა დაიწყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა წერს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სასურსათო საწყობებზე, სავაჭრო ქსელებზე, აფთიაქებსა და კრიტიკულ მონაცემთა ბაზებზე თავდასხმების შემდეგ, რუსულმა ჯარებმა გადაინაცვლეს იმ ხიდების სისტემატურ დაბომბვაზე, რომლებიც ქვეყნის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არტერიებს წარმოადგენენ.

"მსოფლიო უბრალოდ არ უნდა უყურებდეს და ელოდოს - ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინონ როგორც განცხადებებით, ასევე საქმით. ჩვენ ნათლად უნდა ავუხსნათ მოსკოვს, რომ მან უნდა შეწყვიტოს ესკალაცია და ტერორიზმი და ჩაერთოს დიპლომატიასა და სამშვიდობო ძალისხმევაში“, - განაცხადა სიბიგამ.

უკრაინულმა მხარემ მოუწოდა მოკავშირეებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. კერძოდ, გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, დააწესონ ეფექტური სანქციები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ და შექმნან იმ პირებისა და ორგანიზაციების სიები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის რეჟიმს დანაშაულის ჩადენაში.

"ამ კვირამ ახალი თავი გადაშალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ, რუსეთის ოცდაოთხსაათიანი ტერორის კამპანიაში", - განაცხადა სიბიგამ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა კიევის ორი ხიდი ექვსჯერ დაბომბეს. თავდასხმები ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც მათზე სამოქალაქო ტრანსპორტი მოძრაობდა და მეტროს მატარებლები კვეთდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები