სირსკი – გარღვევის მცდელობები რუსეთს რეკორდული დანაკარგი დაუჯდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა დამპყრობლებმა წლის დასაწყისიდან რეკორდული ზარალი განიცადეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წლის დასაწყისიდან მოწინააღმდეგის პერსონალის ჯამურმა დანაკარგებმა 140 ათასს (140 650) გადააჭარბა.
“ოკუპანტების მცდელობა, გაარღვიონ ჩვენი თავდაცვა, რეკორდულ დანაკარგებს იწვევს რუსი დამპყრობლებისთვის“, – აღნიშნა მან.
სირსკიმ ჯარისკაცებს სიმტკიცისა და სიზუსტისთვის მადლობა გადაუხადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს