სირსკი - რუსეთის დანაკარგები უკრაინის დანაკარგებს 3.5-ჯერ აღემატება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთის დანაკარგები ფრონტის ხაზზე ამჟამად უკრაინის დანაკარგებს 3,5-ჯერ აღემატება.
"დღის მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობაში სხვაობა შეიძლება 7 ან თუნდაც 9-ჯერ მეტი იყოს, ზოგჯერ ეს ხდება", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ამჟამად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უკრაინელ ჯარებს შორის დანაკარგები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამავდროულად, თავდაცვის ძალები მტრის განადგურების ტემპს ზრდიან.
ამავე ინტერვიუში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ უკრაინა რეფორმას ამზადებს და სამხედრო მოსამსახურეების მინიმალური ხელფასის გაზრდა იგეგმება.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ბელორუსიიდან რუსეთის სამხედრო ოპერაცია ამჟამად სრულიად შესაძლებელია. მისივე თქმით, რუსეთის გენერალური შტაბი ამჟამად აქტიურად აფასებს და გეგმავს შეტევით ოპერაციებს ჩრდილოეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი გაფართოვდება.
თაგები:
ალექსანდრ სირსკი




