სლოვენიამ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად თანხა გამოყო


ავტორი
Front News საქართველო
სლოვენია უერთდება PURL ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ნატოს ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად ამერიკული იარაღის შესაძენად თანხებს გამოყოფენ, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არ შემიძლია თანხის გამხელა, რადგან ის გასაიდუმლოებულია. ამჟამად არ მაქვს მისი განსაიდუმლოების უფლებამოსილება, მაგრამ ის თავდაცვის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტშია შეტანილი, ამიტომ ეს დამატებით ხარჯებს არ წარმოადგენს“, - განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ დახმარების ეს პაკეტი მხოლოდ თავდაცვით იარაღზეა ორიენტირებული. კერძოდ, ეს ეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების რუსული თავდასხმებისგან დასაცავად.
გოლობმა აღნიშნა, რომ სლოვენია უკვე დიდი ხანია, უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ 13 ოქტომბრის მდგომარეობით, ექვსმა ქვეყანამ გამოყო თანხები PURL ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ კიდევ შვიდი ქვეყანა აპირებს შეუერთდეს PURL-ის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების გაწევას.
მისივე თქმით, პრაქტიკული ნაბიჯების განხილვა შესაძლებელია "რამშტაინის" მომავალ შეხვედრაზე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს