სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის ექსპრეზიდენტს სერჟ სარქისიანს ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს. მას ასევე ბრალი ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.
გამოძიების ცნობით, 2000-2018 წლებში სარგსიანი თავდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და შემდგომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში, პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია. ამასთან, ის ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობით სარგებლობაში, რათა სანდო პირების საშუალებით შეექმნა კომერციული კომპანიები, რომელთა წილებიც მოგვიანებით ქრთამის სახით გაიცა.
ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე სასამართლოს უკვე გადასცა.
თაგები:
სერჟ სარქისიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს