სტივენ დაუთი – დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა, უკანონო და თვითნებური დაკავებები, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი.
“ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა, უკანონო და თვითნებური დაკავებები. დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი“, – წერს დაუთი.
სტივენ დაუთის პოსტს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს