
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა.
ასევე დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა.
ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონი, ჩასარიცხი აპარატის კარების გამღები სახელური და გასაღები.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს