Logo

Logo

სულხან თამაზაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა

პოლიტიკა
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პრიორიტეტები მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობასა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები