სულხან თამაზაშვილი მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში ახალი საჯარო სკოლა აშენდება. თანამედროვე სტანდარტების, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. ასევე, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.
დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი. ამ ეტაპზე რიყეთი-ზარზმის მონაკვეთზე მიმდინარეობს ცენტრალური გაზის მაგისტრალის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც დაახლოებით 12 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, დამატებით 15 200-მდე აბონენტის გაზიფიცირება განხორციელდება.
კურორტ გოდერძიზე დასრულდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც შპს "გოდერძი რეზორტი", კურორტების განვითარების სააგენტო, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს