
ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეწვია, სადაც უწყების დირექტორს ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე.
"მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი განვითარების საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოთქვა საერთო ინტერესის სფეროებში სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს