Logo

Logo

სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

სამართალი
Frontnews image description

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სომხეთის შსს-ს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ და საპატრულო პოლიციის სამსახური მოინახულა.

სომხურმა მხარემ ქართულ დელეგაციას გააცნო უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ორგანიზაციული მოწყობა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საპოლიციო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა, გაეცნენ შესაბამისი დანაყოფების შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები