სულხან თამაზაშვილი - ტურიზმის მიმართულებით 2025 წლის შეჯამებული მონაცემები ცხადყოფს ოთხივე სეზონზე რეგიონის მზარდ ტურისტულ პოტენციალს

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2025 წლის შეჯამებული სტატისტიკური მონაცემებით, აჭარაში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.
"2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია დაახლოებით 10%-ით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს აჭარაში, 5 მილიონამდე ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 4 %-იანი ზრდაა. ამ რაოდენობაში შედიან როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორები. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოთხივე სეზონზე რეგიონის მზარდ ტურისტულ პოტენციალს", – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




