Logo

სულხან თამაზაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საზოგადოება
71
Frontnews
სულხან თამაზაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს ასევე, დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის, 29 ივლისს გუდაურთან მოხდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები