
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.
სულხან თამაზაშვილი დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ გმირი ოჯახის წევრებისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო - მედალი „მამაცობისათვის“ გადასცა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა ოჯახის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მათი გვერდით დგომა სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა დაღუპული პოლიციელების გმირობა და მათი თავდადება საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზასაც ეწვია და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს