Logo

Logo

სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი წარუდგინა

სამართალი
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი გიორგი სახოკია წარუდგინა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აკადემიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები