თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედების და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედების და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.
პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის თანამშრომლობას მოითხოვს.
წელს გამართულ, რიგით VI სამიტში პირველი ლედი თამარ ბაგრატიონიც მონაწილეობს.
მისი შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.
„ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება - ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
პრესსამსახურის ცნობით, პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.
თაგები:
თამარ ბაგრატიონი




