
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენთან ანა პაულინა ლუნასთან, რომელიც ფლორიდის შტატს წარმოადგენს. ინფორმაცია თამარ ტალიაშვილის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.
"კონგრესმენი ლუნა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრი, ფედერალური საიდუმლოებების გასაჯაროების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ქალი ლიდერია. ასევე აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, მათი სამომავლო განმტკიცების მნიშვნელობა და ახალი შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვის, სწორი საიმიგრაციო პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თამარ ტალიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს