თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ სენატორს რენდ პოლს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორთან, რენდ პოლთან, რომელიც ასევე არის სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის, შრომისა და პენსიების, ასევე მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრი, - ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე განხილული იქნა რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თამარ ტალიაშვილი




