თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩ მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩ მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში.
მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩ მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდის ელჩების მასპინძლობით.
აღსანიშნავია, რომ ელჩი მონიკა ქრაული არის არა მხოლოდ წარმატებული და აღიარებული სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ასევე გამორჩეული და ცნობილი ავტორია. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო მას ავტოგრაფის და გულითადი ჩანაწერის დატოვებისთვის მის გამოცემულ წიგნში“, – წერს თამარ ტალიაშვილი. სოციალურ ქსელში.
თაგები:
თამარ ტალიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს