Logo

თბილისში, დევნილთათვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების  საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საზოგადოება
139
Frontnews
თბილისში, დევნილთათვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების  საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება. 

ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამუშაოების მიმდინარეობას  ადგილზე გაეცნენ.

 

თაგები:

დევნილები
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები