Logo

თბილისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
2012
Frontnews
თბილისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 80 წლამდე მამაკაცი, რომელიც ხანძრის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები