თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მიემართებიან.
მათ საპროტესტო ბანერები და დროშები აქვთ გაშლილი.
ისმის შეძახილებიც - "რევოლუცია".
მანამდე თსუ-ის პირველი კორპუსიდან სტუდენტებმა დაიწყეს მარში და ისინი რუსთაველისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
დღევანდელ აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები და აქციის ორგანიზატორების განცხადებებიც.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მოქალაქეებს დეკლარაციას წარუდგენენ.
პარალელურად მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
თაგები:
საპროტესტო მსვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს