Logo

თეა წულუკიანი - იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით, შედეგი ორი არხის მეტი პოპულარობა იქნება

პოლიტიკა
53
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედის" და "პოსტივის" დასანქცირებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი ამ ტელევიზიების რეიტინგის კიდევ უფრო მეტი ზრდა იქნება.

წულუკიანის განცხადებით, იმას, თუ რატომ დადგა ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული "ერორით" ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და გაცილებით მცირე რესურსის მქონე "მაესტროს" მაყურებელმა დაამარცხა.

"იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება. იმას, თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული ერორით ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია მაესტროს მაყურებლის მიერ", - წერს თეა წულუკიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები