თეა წულუკიანი - ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან!


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი თსუ-ის პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ, 4 ოქტომბრის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ჩიტაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება - "4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი", - საგანგაშოა.
"ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან!" - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თეა წულუკიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს