Logo

თენგიზ შარმანაშვილი - ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, ევროპარლამენტს მიმართოს, რომ არიან უკიდურესად შეურაცხყოფილები​

პოლიტიკა
222
Frontnews image description
© Front News საქართელო

ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად შეურაცხყოფილები, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ და მოისროლეთ სანაგვე ყუთში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თუ ეუთო/ოდირის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნას აღიარებენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებას ახლა მოუწოდებენ ამ ორგანიზაციაზე გააკეთონ სწორება, ხელისუფლებაც მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე.

"ამის მერე გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე არ ღირს ამის გაკეთება. მოდი, 2024 წლის დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ჩვენ მოგვიწოდებენ რომ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ ისევ სწორება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Advertisement