Logo

თენგიზ შარმანაშვილი - რადიკალები კვლავ ეწევიან დივერსიას ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისკენ არის მიმართული

პოლიტიკა
147
Frontnews image description

რადიკალებმა, იმის ნაცვლად, რომ ხალხის მხარეს დამდგარიყვნენ, გადაინაცვლეს იმ ჯგუფების მიმართულებით, რომლებიც ზე-მოგებებზე მუშაობენ, ეს მოსალოდნელიც იყო, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის რეაქციის შეფასებისას.

“საქართველოს პრემიერმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის შექმნისკენაც მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რათა შესწავლილ იქნეს და დარეგულირდეს ფასების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში.

მოსალოდნელიც იყო და რადიკალებმა, იმის ნაცვლად, რომ ხალხის მხარეს დამდგარიყვნენ, გადაინაცვლეს იმ ჯგუფების მიმართულებით, რომლებიც ზე-მოგებებზე მუშაობენ და უნდათ, რომ შეაფერხონ ეს პროცესი, რათა ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება და უკეთესობისკენ წავიდეს ეს ყველაფერი. ისინი ჩვეულად აკეთებენ ამას ყოველთვის - უნდოდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ყველაფერი ცუდი უნდათ საქართველოსთვის, თუ რამე შეიძლება თეორიულად მოიფიქრო, რათა მერე ამ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ეს არის მათი შემართება და ეს არის წარმოუდგენელი”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერმა ფასებთან დაკავშირებით ინიციატივა გამოაცხადა არა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ, არჩევნებამდე სამი წლით ადრე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

“მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო პერიოდში კი არ გამოაცხადა, სამი წელი არის დარჩენილი შემდეგ არჩევნებამდე. ანუ, ეს რაღაც წინასაარჩევნო ტრიუკი კი არ იყო, არამედ, მიზანმიმართული ნაბიჯებია, რომლებსაც ყოველდღე დგამს საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება მას ეს ნაღმები, რომელიც რადიკალებს უნდათ, ჩაალაგონ, რომ ეს საკითხები არ განხორციელდეს, არ გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ცხოვრებას გააუმჯობესებს. მე ასეთი მტრობა საქართველოს მოსახლეობისა და საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ არც გამიგია”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები