Logo

თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

სამართალი
475
Frontnews
თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თეონა თამაზაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ის პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა მივიდეს.

"დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა თამაზაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურას ხელახალი გამოძიების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები