
ავტორი
Front News საქართველო
"რანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ვინც არასწორ ცნობებს კითხულობთ, იცოდეთ, რომ მათი საქმეები ძალიან ცუდად არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ჩვენ დიდებული ჯარი გვყავს. ჩვენ ის პირველ ვადაში აღვადგინეთ, ახლა კი, მეორე ვადაში, ვენესუელასთან, სხვა ადგილებთან და უკვე ირანთანაც ვიყენებთ. ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არასწორ ცნობებს ვინც კითხულობთ, იცოდეთ, რომ მათი საქმეები ძალიან, ძალიან ცუდადაა. მათ გაუჭირდათ. ისინი ძალიან არაკეთილსინდისიერები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-სა და ისრაელს შორის „ურთიერთგაგებაა“ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების დაწყებაზე, რომელიც ისრაელის ჯარების მიერ ღაზის დატოვებას და „ჰამასის“ მხრიდან განიარაღებას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ისრაელმა შეთანხმება „ძალიან კარგად“ მიიღო.
„ისრაელი ამით ძალიან კმაყოფილია. უმეტესობა ფიქრობდა, რომ ამ შეთანხმებას ვერასდროს მივაღწევდით. რა თქმა უნდა, ეს პროცესი კიდევ გაივლის ცვლილებებს. ვითარება იქ ძალიან რთულია, იქაური ხალხიც რთულია. ზოგ შემთხვევაში საოცარი ხალხია, ზოგ შემთხვევაში – არც ისე“, – განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს