ტრამპი – კანადას სურს, მიიღოს ის სარგებელი, რაც შტატის სტატუსს მოაქვს, ისე, რომ თავად შტატი არ იყოს

ავტორი
Front News საქართველო
კანადას სურს, მიიღოს ის სარგებელი, რაც შტატის სტატუსს მოაქვს, ისე, რომ თავად შტატი არ იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ისინი, ასევე, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენს შესანიშნავ ფერმერებს უზარმაზარ ტარიფებს უწესებდნენ, ეს აღარ გაგრძელდება“, – წერს ტრამპი.
აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.
აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ კი კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს დოლარს დოლარზე გაათანაბრებს. როგორც მარკ კარნიმ განაცხადა, აღნიშნული ტარიფები 8 სექტემბერს ამოქმედდება.
თაგები:
დონალდ ტრამპი




