Logo

ტრამპმა "პროექტი თავისუფლება" გამოაცხადა და ჰორმუზის სრუტეში გემების გათავისუფლებას გეგმავს

მსოფლიო
63
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს მასშტაბურ ჰუმანიტარულ ოპერაციას, სახელწოდებით "თავისუფლების პროექტი", რათა გაათავისუფლოს სამოქალაქო გემები ჰორმუზის სრუტეში, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში კონფლიქტის გამო ამჟამად ათობით ნეიტრალური გემია ჩარჩენილი. ისინი არ არიან ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.

ტრამპის თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ პირადად მიმართა ვაშინგტონს დახმარებისთვის.

"მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, რომელთაგან თითქმის ყველა არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, რომელიც ასე თვალსაჩინოდ და ძალადობრივად მიმდინარეობს ყველასთვის, შეერთებულ შტატებს სთხოვეს, დაეხმარონ მათი გემების გათავისუფლებაში, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში არიან ჩაკეტილები, რასთანაც მათ აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო – ისინი უბრალოდ ნეიტრალური და უდანაშაულო დამკვირვებლები არიან!

ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და შეერთებული შტატების საკეთილდღეოდ, ჩვენ ვუთხარით ამ ქვეყნებს, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გამოვიყვანთ მათ გემებს ამ შეზღუდული მარშრუტებიდან, რათა მათ თავისუფლად და ეფექტურად შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება.

კიდევ ერთხელ, ესენი არიან გემები მსოფლიოს იმ რეგიონებიდან, რომლებიც არანაირად არ არიან ჩართულნი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში. მე ვუთხარი ჩემს წარმომადგენლებს, აცნობონ მათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი გემები და ეკიპაჟები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ სრუტიდან. ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, რომ ისინი არ დაბრუნდებიან, ვიდრე ეს ტერიტორია უსაფრთხო არ გახდება ნავიგაციისთვის და სხვა ყველაფრისთვის. ეს პროცესი, "პროექტი თავისუფლება“, დაიწყება ორშაბათს დილით, ახლო აღმოსავლეთის დროით“, – აცხადებს ტრამპი.

მისივე თქმით, ჩარჩენილი გემების ეკიპაჟები რთულ პირობებში არიან, ბევრს საკვები და სასმელი წყალი აკლია და მათი იქ დატოვება, მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ "თავისუფლების პროექტის" ფარგლებში, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებისთვის აშშ-ის გამანადგურებლები, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 15 000 ჯარისკაცი განლაგდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები