
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული ანტირუსული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივება დაამტკიცა.
ბრძანებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ქმედებები და პოლიტიკა "კვლავ უჩვეულო და არაორდინარულ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას".
დოკუმენტი 18 თებერვლით თარიღდება და აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნება 20 თებერვალს იგეგმება.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პირველი განკარგულება 2014 წელს გამოქვეყნდა. თავდაპირველად სანქციები მათ წინააღმდეგ მოქმედებდა, ვინც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას. შემდგომში სია ტრამპის პირველი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტი ჯო ბაიდენის დროს რამდენჯერმე განახლდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს