ცაჰკნა - ესტონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ჩამოაგდოს რუსული სამიზნეები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს გადაკვეთენ

ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ჩამოაგდოს რუსული სამიზნეები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს გადაკვეთენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჟურნალისტებმა ცაჰკნას ჰკითხეს, მზად არის თუ არა ესტონეთი თავის საზღვარზე გამოჩენილი რუსული სამიზნეების ჩამოსაგდებად.
"ძალიან მარტივი პასუხი, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: ჩვენ მათ ჩამოვაგდებთ. ნატოს პროტოკოლი ამასთან დაკავშირებით 20 წელია, მოქმედებს. ალიანსი მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია“, – განაცხადა ცაჰკნამ.
თაგები:
მარგუს ცაჰკნა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


