Logo

ცოტნე ანანიძე - იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე

პოლიტიკა
471
Frontnews
ცოტნე ანანიძე - იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე

იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან  ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობის” მმართველობამდე არსებობდა სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია.

“სახალხო ნდობისა და ადამიანური ურთიერთობების დამქცევები დღეს მორალს გვიკითხავენ. იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც წარსულში უალტერნატივოდ ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან  ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე. არადა, ნაცების მოსვლამდე ცხინვალელები ჩამოდიოდნენ და ციტრუსი „ნისიად“ გაჰქონდათ მათ შორის ჩემი ოჯახიდანაც. არსებობდა ნამდვილი, სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია”, - წერს ცოტნე ანანიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები