Logo

ცოტნე ანანიძე - მუდმივი მცდელობაა, ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

პოლიტიკა
148
Frontnews
ცოტნე ანანიძე - მუდმივი მცდელობაა, ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას შეუერთდა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალების მიუხედავად, რეალობა პოლიტიკურ სპეკულაციებზე უფრო ძლიერია.

“მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ. თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები”, - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები