თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცესკოს 17-მა პარტიამ მიმართა


ავტორი
Front News საქართველო
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17-მა საარჩევნო სუბიექტებმა მიმართა. მათგან 14 უკვე რეგისტრირებულია, სამი კი განხილვის პროცესშია.
არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებული არიან პარტიები: „ქართული ოცნება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია საქართველოსთვის“; „გირჩი“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „მამული, ენა, სარწმუნოება“; „სახალხო ხელისუფლება“; „საქართველო“; „მემარცხენე ალიანსი“; „ქართველ ერთობა“; „მწვანეთა პარტია“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; „თავისუფალი საქართველო“.
ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის. ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.
თაგები:
არჩევნები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს