თვითმფრინავი, 1 300-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 476 580 (+1 310) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.08.26-მდე: ტანკები – 12 292 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 202 (+26), საარტილერიო სისტემები – 48 451 (+69), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 054 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 585 (+1), თვითმფრინავები – 440 (+1), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 352 (+8); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 476 566 (+1 925), ფრთოსანი რაკეტები – 5 052 (+3).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 138 219 (+415), სპეციალური ტექნიკა – 4 569 (+4).





