Logo

უილსონი - "ქართული ოცნების" რეჟიმი აყენებს რისკის ქვეშ აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას "შუა დერეფნის" მინერალებზე

პოლიტიკა
183
Frontnews image description

"ქართული ოცნების" რეჟიმი აყენებს რისკის ქვეშ აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას "შუა დერეფნის" მინერალებზე, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარ პორტს გადასცემს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და დევნის სანდო ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ. 

"მადლიერი ვარ ადმინისტრაციის ძალისხმევის, რომელიც კრიტიკული მინერალების მიწოდების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების აღმოფხვრისკენ არის მიმართული. თუმცა, სამწუხაროდ, აგრესიულად ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმი აყენებს რისკის ქვეშ აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას "შუა დერეფნის" მინერალებზე - იგი საკუთარ პორტს გადასცემს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და დევნის სანდო ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ", – წერს ჯო უილსონი.

თაგები:

ჯო უილსონი
Advertisement