უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლაშა ბროლაძე დაიღუპა

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლაშა ბროლაძე დაიღუპა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
"სამწუხაროდ, დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს.
გამომშვიდობება 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გამზირი #20“, - წერს გიორგი ფარცვანია.
ლაშა ბროლაძე უკრაინაში 2023 წლის გაზაფხულიდან იმყოფებოდა, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და იყო დაჯგუფება „შავი არწივის“ წევრი. 2026 წლის ივლისში საოკუპაციო რეჟიმმა (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ) მას დაუსწრებლად თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
თაგები:
ლაშა ბროლაძე




